kill_the_netUpload files...
ედელმანის ნდობის ბარომეტრი 2019 - MCI Group

ედელმანის ნდობის ბარომეტრი 2019

 “ბრენდები რომლებიც მიისწრაფიან მოიპოვონ მომხმარებელთა ნდობა,იღებენ დივიდენდებს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით,ასევე მომხმარებლების მხრიდან ბრენდის დაცვის ეფექტი და ლოიალობა  არის მაღალი.”  ასე იწყება ერთ – ერთი გავლენიანი საკომუნიკაციო სააგენტოს ედელმანის  მიერ გამოქვეყნებული კვლევის  “ნდობის ბარომეტრი 2019” – ის მიმოხილვა. ნდობის ფაქტორი გადამწყვეტია,კვლევის შედეგებით გამოკითხულთა 64% ამბობს რომ მათი ყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება ეფუძნება მათ რწმენას და ნდობას  ბრენდის […]

 “ბრენდები რომლებიც მიისწრაფიან მოიპოვონ მომხმარებელთა ნდობა,იღებენ დივიდენდებს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით,ასევე მომხმარებლების მხრიდან ბრენდის დაცვის ეფექტი და ლოიალობა  არის მაღალი.”  ასე იწყება ერთ – ერთი გავლენიანი საკომუნიკაციო სააგენტოს ედელმანის  მიერ გამოქვეყნებული კვლევის  “ნდობის ბარომეტრი 2019” – ის მიმოხილვა.

ნდობის ფაქტორი გადამწყვეტია,კვლევის შედეგებით გამოკითხულთა 64% ამბობს რომ მათი ყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება ეფუძნება მათ რწმენას და ნდობას  ბრენდის მიმართ.

ამ ზაფხულის დასაწყისში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში, შასწავლილი იყო  16000 ადამიანის ქცევა და მოსაზრება. ანგარიში მოიცავდა  რვა ქვეყნის მონაცემს, მათ შორის ბრაზილიას,საფრანგეთს,აშშ -ს ,გერმანიას,იაპონიას,დიდ ბრიტანეთს,ინდოეთს და ჩინეთს. გამოკითხვა ჩატარდა ინტერნეტით და  და მონაცემები წარმოდგენილი იყო  ასაკის, რელიგიისა და გენდერული კატეგორიის ჭრილში.

გამოკითხულთა 67 % ამბობს რომ კარგმა რეპუტაციამ შეიძლება უბიძგოს მათ პირველადად იყიდონ ან გასინჯონ პროდუქტი, მაგრამ თუ მათ არ აქვთ რწმენა ბრენდის და ნდობა კომპანიის მიმართ რომლის პროდუქტსაც ყიდულობენ,ძალიან მალე ისინი შეწყვეტენ ყიდვას.

ამ ანგარიშის შედეგები ერთმნიშვნელოვანია — 81% ამბობს, რომ ბრენდისადმი მათი ნდობა წარმოადგენს გარიგების შემქმნელს ან შესყიდვის დროს  გადამწყვეტ ფაქტორს, და ეს რიცხვი თანაბრად ნაწილდება ყველა ქვეყანაში. ეს რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა კატეგორიები, რომლებიც მოიცავს კარგ მიმოხილვებს (77%) და ღირებულებებს (72%). მათ, ვინც ბრენდს ენდობა, (28 ქულით )უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მათ რეკლამას, მიუხედავად იმისა, რომ 74% ამბობს, რომ იყენებენ რეკლამირების თავიდან აცილების სტრატეგიებს, მაგალითად, სარეკლამო ბლოკატორებს.

“ბრენდის მიმართ ნდობას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ რადგან ბიზნესის ამ ასპექტის თავიდან აცილება მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს “ . 53 % -ს მიაჩნია, რომ ყველა ბრენდს აქვს პასუხისმგებლობა,  ჩაერთოს მინიმუმ ერთ სოციალურ საკითხში, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ბიზნესთან. 56% აზრით, ბრენდების უმეტესობა მხოლოდ ლაპარაკობს და ამ ლაპარაკს არ მოყვება არავითარი რეალური ქმედება.

” თქვენი ჯილდო  იქნება ნდობა ადამინების მხრიდან, უფრო მეტი ნდობა  ვიდრე აქვს სახელმწიფოს ასეთი საკითხების მიმართულებით. ”

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

მსგავსი სიახლეები

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და „ინდუსტრია 5.0“

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და „ინდუსტრია 5.0“ ონლაინი ჩვენთვის ყველასთვის უკვე ყოველდღიურობაა. იმ პირობებში, როცა ჩვენ – ყველას პანდემიის გამო გვიწევს ნაკლები კომუნიკაცია პირისპირ, ჩვენი გონება იწყებს სხვაგვარად ფიქრს, ეჩვევა აზროვნების სხვაგვარ ფორმატს – კერძოდ, როგორ...