კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან:
◾️ ალექსეი პიკულინი: BSI-ის მთავარი ექაუნთ მენეჯერი. 20+ წლიანი გამოცდილება ხარისხის მართვის სერვისებში, ხარისხის მართვის პროექტების სპეციალისტი, ჩატარებული აქვს 100-ზე მეტი საკონსულტაციო და აუდიტის პროექტი.
◾️ პაველ ანანიევი: Intertek-ის გენერალური დირექტორი – ხარისხის უზრუნველყოფა. 16+ წლიანი გამოცდილება სერტიფიცირების სფეროში. ექსპერტი ISO სტანდარტების 4 სექტორში და ჯანდაცვის სფეროს 6 ინდუსტიაში.
◾️ ართავაზ ბაღდასარიანი – IMS-ის უფროსი კონსულტანტ-ტრენერი. 10+ წლიანი გამოცდილება: გარემოს დაცვისა და შრომითი უსაფრთხოების სფეროს, ხარისხის მართვის, კონსალტინგის, აუდიტის, საკვების უსაფრთხოებისა დასამედიცინო მოწყობილობების მართვის სფეროში. ჩატარებული აქვს 100-მდე აუდიტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ექსპერტი ISO სტანდარტების 5 სექტორში და ჯანდაცვის სფეროს 6 ინდუსტიაში.
◾️ ქეთევან ასანიძე MCI Group-ის გენერალური დირექტორი . 10 წლიანი მულტისექტორული პრაქტიკული გამოცდილება: რეფორმების,სტრატეგიული დაგეგმვის და ცვლილებების მენეჯმენტის, მდგრადი სისტემების შექმნის, ინვესტირების და ინოვაციების მართვის, 100 + მილიონის ბიუჯეტირების და მართვის, ინტერკულტურული კომუნიკაციის და მოლაპარაკებების მართვის, საერთაშორისო ბაზართან ინტეგრაციის და გლობალიზაციის მიმართულებებით.
◾️ მირანდა მანჯგალაძე MCI Group-ის მმართველი პარტნიორი და ღონისძიების ფასილიტატორი. 10 + წლიანი გამოცდილება მმართველ პოზიციებზე განათლების, კვების ორგანიზების და საცალო სასურსათო გაყიდვების სექტორში. ხარისხის მართვა, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დანერგვა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში მათ შორის ამერიკის სამედიცინო საუნივერსიტეტე კლინიკაში.
დრო: 25 თებერვალი, 11:00 -14:00 საათი.
კონფერენციის პროგრამა:
11:00 – 11:15 – კონფერენციას გახსნიან: ბაღდასარიანი არტავაზი, IMS; ასანიძე ქეთევან, MCI Group.
11:15 – 11:45 – IMS და MCI Group-ის წარდგენა.
11:45 – 12:15 – სამედიცინო ორგანიზაციებში საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის სერტიფიცირების პროცესის წარდგენა.
12:15 – 12:45 – ხარისხის მართვის სისტემის (QMS) შემუშავებისა და დანერგვის პროცესების დეტალური აღწერა.
12:45 – 13:00 – შესვენება.
13:00 – 13:15 – გლობალური მასერთიფიცირებელი ორგანო – BSI.
13:15 – 13:30 – გლობალური მასერთიფიცირებელი ორგანო – AB Certification.
13:30 – 13:45 – გლობალური მასერთიფიცირებელი ორგანო – Intertek.
13:45 – 14:00 – შეჯამება, კითხვა-პასუხის რეჟიმი და შემდეგი ნაბიჯები.
რეგისტრაციის შემდგომ მიიღებთ ZOOM-ის დასასწრებ ბმულს.