kill_the_netUpload files...
რა არის ბრენდი და რაზეა დაფუძვნებული მისი ძირითადი ფასეულობები? - MCI Group

რა არის ბრენდი და რაზეა დაფუძვნებული მისი ძირითადი ფასეულობები?

ბრენდი არის იდეა ან იმიჯი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურებისა, რომელსაც მომხმარებელი სახელის, ლოგოს ან სლოგანის იდენტიფიცირებით აკავშირებს კომპანიასთან, რომელსაც აღნიშნული ბრენდი ეკუთვნის. ეს არის პროცესი  იდეის ან იმიჯის ბაზარზე ისე წარმოდგენისა, როდესაც  პროდუქტი უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი და გამორჩეულად ხდება იდენტიფიცირიბა ამ კონკრეტული კომპანიისა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სხვა კომპანიებიც წარმოადგენენ იმავე […]
02.10.2019

ბრენდი არის იდეა ან იმიჯი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურებისა, რომელსაც მომხმარებელი სახელის, ლოგოს ან სლოგანის იდენტიფიცირებით აკავშირებს კომპანიასთან, რომელსაც აღნიშნული ბრენდი ეკუთვნის. ეს არის პროცესი  იდეის ან იმიჯის ბაზარზე ისე წარმოდგენისა, როდესაც  პროდუქტი უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი და გამორჩეულად ხდება იდენტიფიცირიბა ამ კონკრეტული კომპანიისა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სხვა კომპანიებიც წარმოადგენენ იმავე სახის სერვისს ან პროდუქტს. სარეკლამო სფეროს  წარმომადგენლები მუშაობენ ბრენდინგის სფეროში არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, არამედ  მისი რეპუტაციის და გარკვეული სტანდარტების დამყარებისთვის, რომელიც კომპანიამ უნდა შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს. ბრენდინგი არის ინტერნეტ კომერციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს გაზარდონ ბაზარზე საკუთარი რეპუტაცია, გააუმჯობესონ  პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი და გაზარდონ ორიგინალური ბრენდის შემოსავლები.

პროფესიული ბრენდები დაფუძვნებულია რეპუტაციაზე, ურთიერთობასა და ინტელექტუალურ კაპიტალზე, ანუ მომსახურე პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ მყარი კავშირი, კრეატიული გონება და ნათლად აღიქვამენ კორპორატიულ ბრენდს არიან საუკეთესო ბრენდ-მენეჯერები ან სხვა სიტყვებით – დამაკავშირებლები კომპანიის პროდუქტის ან სერვისის მომხმარებლების აღქმაში, მათ აქვთ ყველაზე დიდი გამოცდილება საუკეთესოდ გაიტანონ იგი სოციუმში, საქმიან შეხვედრებზე, ელ ფოსტით, სატელეფონო კავშირით.

აქედან გამომდინარე, ბრენდ მენეჯერები უდიდეს როლს ასრულებენ, ბრენდის ფასეულობების გაზრდაში.

ბრენდინგის შექმნის ან მართვის პროცესში კომპანიები იყენებენ მედია საშუალებებს, ასევე ვებ გვერდებს და ააქტიურებენ მათი დომეინის ძებნის ოპტიმიზაციას, რაც ასევე საგრძნობლად ზრდის პროდუქტის ცნობადობას. ასევე არსებობს რამდენიმე დეტალი, იმისთვის , რომ შექმნა წარმატებული ბრენდი. დომეინისა და ბრენდის სახელის კოორდინაცია ბრენდინგისთვის  მნიშვნელოვანია კლიენტების და მნახველთა რაოდენობის გასამრავლებლად. კოორდინაცია ახდენს მნახველთა თვალში ბრენდის დამახსოვრებას, რის შედეგადაც იოლდება მისი იდენტიფიკაციის გაზრდა სოციუმში – მისი აღმოჩენა.

ბრენდინგი ასევე გახლავთ საუკეთსო გზა კომპანიის აქტივობების შესაქმნელად, რაც თქვენი კომპანიის რეპუტაციაზე კარგად აისახება. თუკი თქვენი კომპანია არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით ან ჯერ არ აქვს მოპოვებული ლიდერის პოზიცია, ბრენდინგს შეუძლია შეცვალოს ეს მდგომარეობა  უკეთესობისკენ.

და ბოლოს კარგ ბრენდინგს თქვენი კომპანიისთვის მოაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი- კლიენტთა ნდობა და მათი საიმედო დამოკიდებულება  თქვენი სერვისისადმი.

მსგავსი სიახლეები

Découvrez Les Meilleurs Casinos Bitcoin Ou Sites De Jeux En 202

Découvrez Les Meilleurs Casinos Bitcoin Ou Sites De Jeux En 2024Bitcoin Gambling Establishment: Top 20 Kklk Meilleurs Crypto Internet Casinos Bitcoin %%currentyear%%ContentBonus De Recharge– The Casino Bitcoin A-t-il Un Support Client Efficace? Bonus Sur Bitcoin...

Découvrez Les Meilleurs Casinos Bitcoin Ou Sites De Jeux En 202

Découvrez Les Meilleurs Casinos Bitcoin Ou Sites De Jeux En 2024Bitcoin Gambling Establishment: Top 20 Kklk Meilleurs Crypto Internet Casinos Bitcoin %%currentyear%%ContentBonus De Recharge– The Casino Bitcoin A-t-il Un Support Client Efficace? Bonus Sur Bitcoin...